ტრენინგის მეექვსე დღეს დავიწყე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომზე მუშაობა. ტრენერის დახმარებით გამოვაქვეყნე ერთი პრეზენტაცია და ვაგრძელებ მუშაობას სხვა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის გამოქვეყნებისათვის.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავეცანით, რა ითვლება საავტორო უფლების დარღვევად და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მათი დარღვევა.
დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო ჩვენი ენერგიული ტრენერის წყალობით.