Saturday, April 13, 2019

ტრენინგის მეცხრე დღე

   ტრენინგის მეცხრე დღე...
  დღეს დავასრულე ჩემს პროექტზე მუშაობა და ავტვირთე ჩემს  ბლოგზე,   გავეცანი კოლეგების ნამუშევრებს. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები
    ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, თანამედროვე სკოლაში მუშაობისთვის მეტად აუცილებელი. ვისწავლე პროექტზე მუშაობა. ვისწავლე ბლოგის შექმნა, დავწერე პროექტის გეგმა,დავამზადე ბუკლეტი, მოვიძიე თემასთან დაკავშირებული მასალები, ავაწყე პრეზენტაცია, შევქმენი საქაღალდე, სადაც მოვათავსე საჭირო მასალა.
    ტრენინგი იყო ჩემთვის  ნამდვილად მნიშვნელოვანი და აქტუალური.ვისწავლე როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება და მივაღწიო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
    უღრმესი მადლობა ქალბატონ ხათუნას ასეთი ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობისთვის

                                                 . áƒ“იდი სმაილები

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის მერვე დღე

 ტრენინგის მერვე დღე...
    დღეს ვიმუშავე ფასილიტაციის მასალების მომზადებაზე;.
მოვამზადე ფასილიტაციის მასალები გამოსაქვეყნებლად
შევიტანე  ცვლილებები პროექტის გეგმაში.
გადავხედე  სხვა მასწავლებლის ნაშრომებს. მოვამზადე ჩემი პროექტი გამსაქვეყნებლად.

                                                   

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის.
 გავეცანით როგორ დავგეგმოთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასება, ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები მოსწავლეთა სწავლების პროცესის ხელშესაწყობად.
                                 

                                            áƒ“იდი სმაილები

Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღეს  დავიწყე მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის ნაშრომზე მუშაობა. ტრენერის დახმარებით გამოვაქვეყნე  ერთი პრეზენტაცია და ვაგრძელებ მუშაობას სხვა  მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის გამოქვეყნებისათვის.
   ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავეცანით,  რა ითვლება საავტორო უფლების დარღვევად და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მათი დარღვევა.
  დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო ჩვენი ენერგიული ტრენერის წყალობით.



                                                                    áƒ“იდი სმაილები

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დღე

დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა;
შექმნილი პრეზენტაციები წარვადგინეთ ჯგუფში. შევაფასეთ და მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები;
ამის შემდეგ გამოვაქვეყნე პრეზენტაცია ბლოგზე;
ზოგადად ვისაუბრეთ ინტერნეტის დანიშნულებაზე, საავტორო უფლებების დაცვაზე; 


          
                                                 
                                                        áƒ“იდი სმაილები
                                        

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

 მეოთხე დღეს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოკვეთის შემდეგ შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები.გავიგეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესების ხელშეწყობის  და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.დავიწყე პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა
   დღევანდელი დღე  მეტად შრომატევადი გამოდგა.
                                 

                                  áƒ“იდი სმაილები

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

მესამე დღემაც საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. ვისწავლეთ პროექტის მიზნის სწორად დასახვა.  პროექტს შეუსაბამეთ სტანდარტი . დავწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები.შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო   კითხვები:
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი?

თემატური კითხვები
·         რის თუ არა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო?
·         რა განაპირობებს მსოფლიო წყლების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოებას

შინაარსობრივი კითხვები
·         რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ცხოვრებაში?
რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის  წყლის  არარაციონალურ  გამოყენებას?
                                                                                           



Comments


Sunday, March 17, 2019

ტრენინგის მეორე დღე

ვისაუბრეთ პროექტისათვის საჭირო  პუბლიკაციების შექმნაზე პროექტში. მშობელთა  ჩართულობის მნიშვნელობაზე,გადავწყვიტე მოვამზადო პუბლიკაცია მშობლებისთვის,ინტერნეტში მასალების მოძიება .
   მადლობა სასიამოვნო დღისთვის ქალბატონო ხათუნა.

                                           áƒ“იდი სმაილები

Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე


გავეცანით მოდულის შინაარსს, მიმიზნებსა და ამოცანებს.ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.ვისაუბრეთ თუ როგორ დაეხმარება ასეთი სწავლება მოსწავლეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.შევქმენისაქაღალდეები პორთფოლიოსთვის და შევინახე რესურსების საქაღალდეში საჭირო მასალა.ასევე შევქმენი ტრენინგისთვის ბლოგი.


                                                       áƒ“იდი სმაილები